Saturday, June 8, 2013

In heaven they only talk about the sea

Knockin' on Heaven's Door (კაკუნი სამოთხის კარზე)-ასე ჰქვია 1997 წელს გადაღებულ  გერმანულ ფილმს, რომელშიც მთავარ როლში ტილ შვაიგერი და რუთგერ ჰაუერი არიან. ფილმში ბედისწერა ორ განსხვავებულ ადამიანს ახვედრებს ერთმანეთს, რომელთაც საერთო მხოლოდ ექიმების გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი აქვთ. აღმოჩნდება რომ არცერთს არ აქვს ნანახი ზღვა. ისინი გაიტაცებენ მანქანას, რომლის საბარგულშიც მილიონი დოლარი დევს. მათ ბევრი სირთულის გადალახვა მოუწევთ რათა აისრულონ მთავარი ოცნება და ზღვაზე მოხვდნენ, რადგან სამოთხეში მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ რა ლამაზია ლურჯი, უკიდეგანო ზღვა. 

No comments:

Post a Comment