ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა. სიკვდილით დასაჯეს ადამიანიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა, მაგრამ გამტაცებლების მეგობარი იყო. ,,თვითმფრინავის ბიჭების საქმე" თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია. დღემდე კამათობენ იმაზე, სინამდვილეში ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები: ჩვეულებრივი ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დემონსტრაციულად დაუპირისპირდნენ.

ვისაც აინტერესებს სადაა ახლა თინა ფეტვიაშვილი, გეტყვით, რომ ის კვიპროსზე ცხოვრობს ქმართან და 20 წლის შვილთან ერთად. ის ციხიდან გამოვიდა განაჩენიდან 5 წლის შემდეგ და გათხოვდა ქართველი მსახიობის სოსო ლაღიძის შვილზე.
დააჭირეთ და ნახეთ სოსო ლაღიძის ინტერვიუ, სადაც ის გვესაუბრება შვილის ოჯახზე


დათო დოიაშვილმა დადგა სპეკტაკლი "ჯინსების თაობა", რომელიც დღესაც ანშლაგით მიმდინარეობს.
ირაკლი ჩარკვიანის და გამომძიებლის დიალოგი წიგნიდან. სწორედ მან და დავით ევგენიძემ მიუძღვნეს სიმღერა გეგას, რომელსაც "Emotions" ჰქვია. ეს სიმღერა ძალიან უყვარდა ლევან აბაშიძესაც.
ხშირად ისმის კითხვა თუ ვინ იყვნენ სინამდვილეში ეს ახალგაზრდები-ტერორისტები თუ გმირები. ჩემთვის არც ერთი და არც მეორე, უბრალოდ თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდები, რომელთაც ვერ აირჩიეს კარგი გზა ფიზიკური თავისუფლების მოპოვებისთვის და წინასწარ გაყიდული გეგმით მოქმედებდნენ. მათი მცდელობა კრახით და მათთვის წარმოუდგენელი განაჩენით დასრულდა, ეს არის საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი დახვრეტა. :(
No comments:
Post a Comment