Saturday, June 8, 2013
ირაკლი ჩარკვიანი (მეფე)
ქართველი მუსიკოსი, პოეტი, წიგნის ავტორი ირაკლი ჩარკვიანი დაიბადა 1961 წლის 19 ნოემბერს. მისი მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ „არიშთან“ ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი, ინდი ჟანრის კოლექტივი „ტაქსი“, რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე. ალბომის „ტაქსი“ (1988) გამოცემის შემდეგ მსმენელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მათი მუსიკის მიმართ. ირაკლის პირველი სოლო-გამოჩენის მაუწყებელი იყო სიმღერა „War is Over“. მისი პირველი სოლო-დისკი, „Svan Songs“ ჩაიწერა და გამოიცა1993 წელს (გერმანია). ეს მნიშვნელოვანი სოლო-დებიუტი იყო და დღემდე ითვლება 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად. 1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი „აფრენ“. 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა „საქართველო“, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა „უსაფრთხოება“. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი „ამო“ გამოჩნდა 2001 წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით „სექსი“ და „ორღანი’78“ . 2004 წელს გამოჩნდა ალბომი „სავსე“, რომელიც დაემთხვა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. 2006 წლის 25 თებერვალს მუსიკოსი გარდაიცვალა საკუთარ სახლში.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment