Monday, June 10, 2013

Guns N' Roses

Guns N' Roses — ამერიკული მძიმე როკ-ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, 1985 წელს. ჯგუფის მუსიკალურმა სტილმა, სცენაზე ხშირად გამოჩენამ და ცუდი ბიჭების იმიჯმა ხელი შეუწყო დაეპყროთ გვიანი 80-იანების და ადრეული 1990-იანი წლების მძიმე როკის სცენა. მაშინ როდესაც გლემ მეტალი წამყვან სტილად ითვლებოდა და ლიდერობდა გაყიდულ ჩანაწერებში, Guns N' Roses-მა მსმენელს შესთავაზა მუსიკა, რომელმაც ხელი შეუწყო გლემ მეტალის პოპულარიზაციას და უამრავი მსმენელი მიიზიდა. ჯგუფმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 1987-1993 წლებში, მაგრამ წევრებს შორის არსებულმა უთანხმოებებმა გამოიწვია პირველი შემადგენლობის დაშლა. დღეს ერთადერთი წევრი თავდაპირველი შემადგენლობიდან ექსლ როუზია, რომელიც უკვე 26 წელია, რაც ამ ჯგუფის ვოკალისტად მოღვაწეობს.
მუსიკოსები:
  • ექსლ როუზი – ვოკალი, ფორტეპიანო (1985–დღემდე)
  • დიზი რიდი – კლავიშებიანი ინსტრუმენტები, ფორტეპიანო, სინთეზატორი (1990–დღემდე)
  • ტომი სტინსონი – ბას გიტარა, დამატებითი ვოკალი (1998–დღემდე)
  • კრის პიტმენი – კლავიშებიანი ინსტრუმენტები, პროგრამირება, დამატებითი ვოკალი (1998–დღემდე)
  • რიჩარდ ფორტუსი – რითმული და წამყვანი გიტარები, დამატებითი ვოკალი (2002–დღემდე)
  • ფრენკ ფერერი – დასარტყამი ინსტრუმენტები, პერკუსია (2006–დღემდე)
  • რონ თალი – წამყვანი და რითმული გიტარები (2006–დღემდე)
  • დიჯეი ეშბა – წამყვანი და რითმული გიტარები (2009–დღემდე)

  • სტუდიური ალბომები:
  • Appetite for Destruction (1987)
  • G N' R Lies (1988)
  • Use Your Illusion I (1991)
  • Use Your Illusion II (1991)
  • The Spaghetti Incident? (1993)
  • Chinese Democracy (2008)




  • No comments:

    Post a Comment